суббота, 15 ноября 2014 г.

მაია ექსეულიძის პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს სანახავად დააწკაპეთ აქ.
დღეს ვამთავრებთ ტრენინგის კურსს. დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.შემდეგ ნამუშევარი ავტვირთეთ  ბლოგზე.
ამ  ტრენინგების ჩატარებამ დიდი გამოცდილება შემძინა პროექტებით სწავლებაში, უფრო მეტიც რასაც ველოდი. თვითონ ტრენერი ყოველთვის გვეხმარებოდა მუშაობაში თუ რაიმე გაურკვეველი იყო ყოველთვის დაწვრილებით გვიხსნიდა.
დიდი მადლობა ამ ტრენინგის ჩამტარებლებს.

воскресенье, 9 ноября 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.გავარკვიეთ ყველა გაუგებარი საკითხი. მქონდა რამოდენიმე საკითხზე ბუნდოვანი წარმოდგენა და დახმარებისთვის ტრენერს მივმართე, ბატონმა გიორგიმ გამარკვია ყველაფერში. საკმაოდ შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა პროექტის დაგეგმვა და განხორციელება, ვისურვებდი კიდევ დამატებითი მეცადინეობების ჩატარებას და გავლილი მასალის ხელახლა გავლას განმტკიცების მიზნით.

суббота, 8 ноября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე. ინტერნეტმა ცოტა გამაწვალა. სურათები ვერ გადმოვტვირთე რის გამოც ვერ დავამთავრე პრეზენტაცია.
გავაგრძელეთ მუშაობა გეგმაზე  დავწერეთ საბაზისო უნარ -ჩვევები და სასწავლო პროცედურები.

суббота, 1 ноября 2014 г.

როგორც ყოველთვის დღევანდელმა დღემაც სწრაფად გაიარა. ვიმუშავე ნაყოფიერად.
დიდი ენთუზიაზმით მოვედი ამ ტრენინგზე, მინდოდა მესწავლა პროექტებზე მუშაობა.
თავიდან ცოტა დავიბენი მაგრამ ბატონი გიორგის დახმარებით თითქმის არაფერი მრჩება ბუნდოვანი და გაუგებარი.

воскресенье, 26 октября 2014 г.

დღევანდელმა დღემაც ძალიან მალე გაირბინა. გავაგრძელეთ გეგმაზე  მუშაობა,საინტერესოდ გვიხსნიდა ყველა მასწავლებელს ჩვენ თემაზე წარმოქმნილ კითხვებს და მართლაც ყველა გაოცებული ვართ ბატონი გიორგის ასეთი ყოველმხრივი ინტელექტით.
დიდი მადლობა .

суббота, 25 октября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ სწრაფად გაირბინა. ვიმუშავეთ  გეგმაზე რაც ძალიანმნიშვნელოვანია პროექტებით სწავლებისათვის.

пятница, 24 октября 2014 г.

პირველი მოდულის რეფლექსია


   ძალიან ველოდებოდი ამ ტრენინგის დაწყებას. მინდა ვისწავლო და სხვასაც გავუზიარო ჩემი გამოცდილება. პროექტებით სწავლება ხელს შემიწყობს უფრო კარგად და ეფექტიანად განვახორციელო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
   მეგონა რთული იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ტრენერი ბატონი გიორგი ძალიან გვეხმარება და ნაბიჯ-ნაბიჯ გვასწავლის ყველაფერს.
   ორი დღის მუშაობით ბევრი ცოდნა შევიძინე.
   დიდი მადლობა .